მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში, ერთ კლინიკაში ერთდროულად 7 ახალშობილი დაიბადა

ზესტაფონში, ერთ კლინიკაში ერთდროულად 7 ახალშობილი დაიბადა

“ჯეო ჰოსპიტალსის” ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილებაში ერთდროულად 7 ახალშობილი გაჩნდა. ჩვილები და დედები თავს კარგად გრძნობენ და მალე სახლში გაეწერებიან.

კლინიკაში აცხადებენ, რომ რეგიონში არსებული შობადობის სტატისტიკიდან გამომდინარე ფაქტი ძალიან ემოციური და სასიხარულოა.

“30-წლიანი სამეანო სტაჟის ექიმს არ მახსოვს რეგიონში ასეთი შემთხვევა, როცა ერთ დღეს  ამდენი ანგელოზის სიცოცხლე მოვლენილიყო, მიხარია, რომ ახალდაბადებული ქალბატონების და ვაჟების მშობლებმა არჩევანი პირველივე დღიდან ჩვენს პროფესიონალ გუნდზე შეაჩერეს. შვიდივე მათგანმა მშობიარობამდე ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში სრული კვლევები ჩვენს გინეკოლოგებთან ერთად გაიარეს, შედეგიც სახეზეა ჯანმრთელი ჩვილები და დედები”, – განაცხადა “ინფო იმერეთთან” საუბრისას “ჯეო ჰოსპიტალსის” ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელმა ვასილ დაშნიანმა.

კლინიკაში წლებია, რაც წარმატებით ფუნქციონირებს სამეანო განყოფილება, ანტენატალური მართვის პროგრამის ფარგლებში, ორსულებს ყველა ყველა საჭირო კვლევები სახელმწიფო პროგრამით უფინანსდება, ახალი ცვლილებების თანახმად მშობიარობის სრულ ხარჯებსაც სახელმწიფო ფარავს.

“მადლობელი ვარ მთელი გუნდის, რომელთაც ვანდე ჩემი და ჩემი შვილის ჯანმრთელობა, ბედნიერი ვარ, რომ დედა მეორედ გავხდი“,- ამბობს ნათია გლუნჩიძე.

მასთან ერთად იმშობიარა ქალბატონმა, რომელმაც მესამე შვილი გააჩინა და სამივე მათგანი “ჯეო ჰოსპიტალსში”.

“განსაკუთრებულად დაიწყო წელი ჩვენი კლინიკისთვისაც და რეგიონისთვისაც , ასეთი მატება და თითოეული ახალი სიცოცხლის მობრძანება განსაკუთრებულ ემოციას იწვევს, ამ მაღალ ნდობას კვლავ გავამართლებთ ჩვენ პროფესიონალ გუნდთან ერთად”, – აღნიშნავს ზესტაფონის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ლაღიძე.

“ჯეო ჰოსპიტალსის” ქსელი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფართო ქსელია, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრებით და ამბულატორიებით მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და 5 რეგიონში ოპერირებს.

კომენტარები