მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონში მოქალაქე სახლის დაზიანების გამო კომპენსაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება

ზესტაფონში მოქალაქე სახლის დაზიანების გამო კომპენსაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება

ზესტაფონში პენსიონერი ქალი შიმშილობას განაგრძობს.

ფატიმა ხიჯაკაძე მეორე დღეა, საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და ღამეს ზესტაფონის მერიის მისაღებში ათევს.

მოშიმშილე ქალის თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო მას სახლი ენგრევა და ყურადღებას არავინ აქცევს.

60 წლის ქალი ამბობს, რომ მარტო ცხოვრობს და ნებისმიერ წუთს შეიძლება ნანგრევებს ქვეშ აღმოჩნდეს. ავტობანის მშენებელმა კომპანიამ მას დახმარებაზე უარი უთხრა.

ფატიმა ხიჯაკაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან სახლის დაზიანების გამო კომპენსაციას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის დაწვით იმუქრება.

კომენტარები