მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ზესტაფონში წარწერები გავაკეთე “არა რუსულ ოცნებას”, “ძირს ბიძინა” და დამიჭირეს”

“ზესტაფონში წარწერები გავაკეთე “არა რუსულ ოცნებას”, “ძირს ბიძინა” და დამიჭირეს”

პარლამენტის უკანა შესასვლელთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მოქალაქეებს არ აქვთ მოლოდინი, რომ დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნება” ვეტოს არ დაძლევს, ისინი ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება.

აქციაზე იმყოფება ზესტაფონის სოფელ დილიკაურიდან ჩამოსული ქალი, რომლის თქმით, ახალგაზრდებს ღვეზელები ჩამოუტანა.

“მე ასეთი საქართველოსთვის ნამდვილად არ მიბრძოლია, 9 აპრილის მონაწილეც ვარ, არ მიბრძოლია, აქ ხომ არ დავბერდეთ მართლა ხალხი, ცოდოები არიან ეს ახალგაზრდები, ამათ მომავალი უნდათ, წინ ევროპისკენ, არა რუსულ კანონს, არა რუსულ ოცნებას. ესენი უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მე დამიჭირეს, ზესტაფონში წარწერები გავაკეთე “არა რუსულ ოცნებას”, “ძირს ბიძინა”, დამიჭირეს და თქვენ წარმოიდგინეთ, 12:00 საათიდან საღამოს 6 საათამდე გამაჩერეს პოლიციის განყოფილებაში და ოქმი ვერ დაწერეს, ვეხვეწებოდი, მე დაგიწერთ ოქმს, მომეცით, აი ადამიანი ვერ გამოჩნდა, რომ ოქმი დაეწერა, თქვენ წარმოგიდგენიათ რა დონის ხალხი, ასეთი ხალხი სჭირდება ივანიშვილს, ადვილი დასამონებელი და კიდევაც გაგვხადა მონები”, – აცხადებს მოქალაქე.

კომენტარები