მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზესტაფონში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

ზესტაფონში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა

იმერეთში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“ქალაქ ზესტაფონში, სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდა) მოპოვების მიზნით, მოქალაქეებს, სპეციალურად მოწყობილი შენობის ქვეშ, გვირაბი ჰქონდათ გაყვანილი. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლენილია 0,6 ტონა უკანონოდ მოპოვებული წიდა. ასევე აღმოჩენილია ე.წ. ჩამბარებელი პუნქტი, სადაც დასაწყობებული იყო 24 ტონა უკანონოდ მოპოვებული სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი.

უკანონოდ მოპოვებული წიაღისეული დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები