ზესტაფონში, წლინახევრის ბავშვი ცრუ კრუპით გარდაიცვალა. ოჯახი პედიატრებს გულგრილობაში ადანაშაულებს.
“ასეთი პედიატრები არ უნდა მუშაობდნენ. გაუფრთხილდით შვილებს. ნუ გაჩუმდებით ხალხო, სხვასაც დაღუპავენ, როგორც მე…
ამ პედიატრების დაჭერა რომ მინდოდეს, ექსპერტიზას გავაკეთებდი და დავიჭერდი, მაგრამ არ მინდა, უბრალოდ მინდა, ლიცენზია ჩამოერთვას ექიმებს, რომ აღარ იმუშაონ და სხვაც არ დაღუპონ…
ანალიზის პასუხები იმიტომ მიდევს, რომ დამტკიცდეს, ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი, არანაირი ვირუსი არ ჰქონია…“, – წერს სოციალურ ქსელში დაღუპული ბავშვის მშობელი.
კომენტარები