მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზვიად შალამბერიძე ბაღდათში, “შატო ვარციხეში“ ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა

ზვიად შალამბერიძე ბაღდათში, “შატო ვარციხეში“ ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა

ესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის საპარლამენტო დელეგატი ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ბაღდათში, “შატო ვარციხეში“ ადგილობრივ მეღვინეებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით “ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმას და მეღვინეებისთვის კი იმ საგრანტო პროექტებსა და პროგრამებს, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის განვითარების სააგენტო და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეღვინეობა კარგად არის განვითარებული, მათ ხელისუფლებისგან მრავალმხრივი ხელშეწყობა და მხარდაჭერა აქვთ, იმისთვის, რომ განვითარდნენ, მიიღონ ტურისტები და საკუთარი ნაწარმის რეალიზება შეძლონ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, მალე, ვარციხის ტურიზმისა და ბიზნესგანვითარების ცენტრში ღვინის ლაბორატორია გაიხსნება, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი ღვინის წარმოებას. ლაბორატორია დასავლეთ საქართველოში პირველი იქნება, რომლის ფუნქციონირება, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მეღვინეების ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ბაღდათის მერი, კახა ენუქიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები