მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ზვიად შალამბერიძე სოფელ გოდოგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ზვიად შალამბერიძე სოფელ გოდოგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის “ქართული ოცნების” საპარლამენტო დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან  შეხვედრა გამართა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მათ სოფელში განხორციელდა.

“ასევე, ადგილობრივმა მოსახლეობამ დელეგატთან ერთად იმსჯელა არსებულ გამოწვევებზე, რომელთა მოგვარებაც, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ეტაპობრივად დაიგეგმება, ამასთან, ერთობლივი ძალებითა და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, ისინი შეძლებენ პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი ოპტიმალური გადაჭრის გზების მოძიებას.

ზვიად შალამბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობისგან მიღებული უკუკავშირი მრავალრიცხოვანი შეხვედრების დროს მისთვის მოტივაციის წყაროა, რაც მის შემდგომ საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს და საინტერესოს გახდის”, – აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები