ახალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” აღარ ითამაშებს პალესტინელი ლეგიონერი ფადი ზიდანი.
ფეხბურთელმა ქუთაისური კლუბიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ტორპედოსთან” ერთად გატარებული პერიოდის შემდეგ დამშვიდობების დრო მოვიდა. მადლობა შესანიშნავი და დრამატული სეზონისთვის. გისურვებთ წარმატებას და ყველაფერ საუკეთესოს. “ტორპედო” ყოველთვის ჩემს გულშია. ჩვენ ვართ ტორპედო!” – წერს ზიდანი “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 28 წლის პალესტინელმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარები