მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ზის სახლში და იქიდან მართავს ქვეყანას?! ეს ყოფილა ზეციური მოვლენა”

“ზის სახლში და იქიდან მართავს ქვეყანას?! ეს ყოფილა ზეციური მოვლენა”

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.

“კულისებიდან როგორ, მაშინ ეს ყოფილა ზეციდან მოვლენილი პიროვნება, რომ არ დადის, არ რეკავს, თუნდაც რეკვას ხო?! ტელეფონით აგვარებს და სახელმწიფოს მართავს, ეს როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ?!

ევროპარლამენტარები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც იღებენ აქედან ინფორმაციას, გადაუმოწმებელს ეტყობა, თორემ აი ერთი ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში. ესე იგი არ მოდის, ტელევიზიას არ გეხმაურებათ, არ აქვს საჯარო გამოსვლები, არ კონტაქტობს არცერთ პოლიტიკოსთან, ზის სახლში და იქიდან მართავს ქვეყანას?! მაშინ ეს ყოფილა ზეციური მოვლენა”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

კომენტარები