“ნინო ტყეშელაშვილი, ეს არის საჯარო მოხელე, რომელიც ხელმძღვანელობდა ზონდერებს ნიკეას ქუჩაზე”, – ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობა” იმ პირს ასახელებს, რომელიც გუშინ ოპოზიციაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატის ხატია დეკნაოიძის და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერების ღონისძიების ჩაშლის დავალებას და მისი სისრულეში მოყვანის ორგანიზებას, ნიკეაზე მერის წარმომადგენელი ნინო ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობდა.
“ნიკეაზე დაგვხვდა 40-მდე ადამიანი, საჯარო მოხელეები, რომლებიც ასრულებდნენ “გაბრაზებული” ნიკეელების როლს, მათ კი ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც არის ნიკეაზე მერის წარმომადგენელი. ამ როლს ასევე თამაშობდა ბატონი დავით ბუხრაშვილი, რომელიც არის ზედამხედველობის აიპის თანამშრომელი. ასევე თენგიზ ფხაკაძე, რომელიც არის ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი. ზურაბ სარალიძე, რომელიც არის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი. ასევე ნიკა დვალი და ლაშა ხინგავა, რომლებიც არიან სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
კომენტარები