მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ზურგში აქვს 5 თითი დანარტყამი”, – მშობლის თქმით, მისი შვილი ქუთაისში, ბაღში აღმზრდელმა სცემა

“ზურგში აქვს 5 თითი დანარტყამი”, – მშობლის თქმით, მისი შვილი ქუთაისში, ბაღში აღმზრდელმა სცემა

სცემა თუ არა ქუთაისში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა აღსაზრდელი – ამას სამართალდამცველები არკვევენ.

მოზარდის ოჯახი კი აცხადებს, რომ ბავშვს ცემის კვალი სხეულზე აღენიშნება.

“ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით.

აივანზე ჩემი ბავშვის განწირული კივილი ტირილი შემომესმა, გავვარდი რომ მენახა რატომ ტიროდა.

ბავშვი არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ვიკასი ჯერ ჩვენ არ გაგვიგია. ზურგზე აქვს 5 თითი დანარტყამი, ფოტოზე კიდე არ ჩანს იმდენად და წინ გულზეც.

ბაღში გვითხრეს, რომ დადგმულ სცენარს ჰგავს. ანუ ჩვენ ვცემეთ ბავშვი, რომ დავაბრალოთ ბაღს.  სხვა ბევრ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რის საქმის კურსში ბაღის გამგეც ჩავაყენეთ. ამის და მიუხედავად დღეს ეს სურათი დამხვდა.

კი, მართალია მთელმა ქუთაისმა იცის ამ ბაღის შესახებ, მაგრამ მე გირჩევთ თავი შეიკავოთ ბავშვების აქ მოყვანისაგან.

ბავშვის ოჯახში ამბობენ, რომ ბაღი და საცხოვრებელი სახლი გვერდი გვერდი არის, მათ მოზარდის განწირული ხმა გაიგეს, მყისიერად ბაღში გადავიდნენ და ატირებული ბავშვი დახვდათ, თუმცა აღმზრდელმა თქვა, რომ არაფერიო მომხდარა.

მოზარდი სახლში წაიყვანეს, მაისურის გახდისას კი სხეულზე ხელის ანაბეჭდები დაინახეს”, – აცხადებს ბავშვის მშობელი.

“ინფო იმერეთი” მზად არის, სურვილის შემთხვევაში როგორც ბაღის აღმზრდელის, ასევე ხელმძღვანელის პოზიცია გააშუქოს.

კომენტარები