ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ გამართულ აქციას პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძე ვაკისუბნისა და ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად შეუერთდა.
მოსახლეობას აღნიშნულ ტერიტორიაზე წლებია ქარხნის გამონაბოლქვი უქმნის პრობლემებს.
“ქუთაისელთა, კერძოდ თაბუკაშვილისა და სულხან-საბას დასახლების მცხოვრებთათვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა ეკოლოგიური პრობლემაა.
აქ არსებული მეტალურგიული კომბინატი ვერ აკმაყოფილებს გამონაბოლქვის სტანდარტებს და ირგვლივ მდებარე დასახელებითვის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
ჩვენი გუნდის, “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი პრიორიტეტი ქუთაისის საწარმოო პოტენციალის განვითარებაა, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ეკოლოგიისა და ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე.
მოსახლეობასთან ერთად მოვითხოვთ, კომპანიამ უზრუნველყოს შესაბამისი ფილტრების მოწყობა და მოწესრიგდეს გარემოსდაცვითი სტანდარტები“, – აცხადებს ანდრო ლოსაბერიძე
“გაუსაძლისია ის მდგომარეობა, რომელშიც თაბუკაშვილის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები არიან. იმის გამო, რომ კომპანია ფილტრებს არ წმენდს და ამაზე პასუხსაც არავინ სთხოვს, მოსახლეობისთვის სუნთქვაც კი გაუსაძლისი გახდა, ვუერთდებით ამ მაცხოვრებლებს და მოვითხოვთ ქალაქის თვითმმართველობამ ქარხნის ფილტრების საკითხი პრიორიტეტული გახადოს და მალე მოაგვაროს“, – განაცხადა ვაკისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ ხმელიძემ
კომენტარები