მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავისუფლებასთან წააგებთ” – ქუთაისში რუსულ კანონს აპროტესტებენ

“თავისუფლებასთან წააგებთ” – ქუთაისში რუსულ კანონს აპროტესტებენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.

ისინი “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილებს თან აქვთ ტრანსპარანტები “კი ევროპას, არა რუსულ კანონს!”, “თავისუფლებასთან წააგებთ”.

აქციაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.

კომენტარები