მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას” – აქცია ქუთაისში

“თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას” – აქცია ქუთაისში

“შეწყდეს უკანონობის დაკანონება”, “თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას”, “შეწყდეს გამოსახლება” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია.

მოძრაობა “ხმას” თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისის ცენტრში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

სასამართლომ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“სასამართლო, რომელიც ქალზე მოძალადეს, მკვლელობასა და ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს გირაოთი ათავისუფლებს, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მანქანის მინის დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას წინასწარ პატიმრობას უსჯის. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიას და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები