მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“თამარის სასახლე და ახლომახლო ნაგავსაყრელი, ცოტა არ იყოს სიმბოლიკაში არ ჯდება” – პრეზიდენტი გეგუთში ნაგავსაყრელის მოწყობას ეხმაურება

“თამარის სასახლე და ახლომახლო ნაგავსაყრელი, ცოტა არ იყოს სიმბოლიკაში არ ჯდება” – პრეზიდენტი გეგუთში ნაგავსაყრელის მოწყობას ეხმაურება

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მოწყობას პრეზიდენტი ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილის  თქმით, სოფელში, სადაც თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ამ დრომდე არსებობს და ვიზიტორები სტუმრობენ, ნაგავსაყრელის მოწყობა მისთვის გაუგებარია.

ადგილზე კი სადაც მეფეები ცხენებით სეირნობდნენ, შესაძლოა, მალე ნარჩენებით დაიფაროს.

“მაინცდამაინც გეგუთის ისტორიულ სოფელში ნაგავსაყრელის მშენებლობა რამდენად მიზანშეწონილია!  ეროვნული მნიშვნელობის თამარის სასახლე და ახლომახლო ნაგავსაყრელი, ცოტა არ იყოს სიმბოლიკაში არ ჯდება. სიტყვიერად კი ვცემთ  პატივს ყველაფერს ეროვნულს, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდის, იქ გვავიწყდება ყველაფერი მთავარი და ვიწრო ინტერესები იმარჯვებენ”,- წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის მოსახლეობა, ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს.

ადგილობრივების პროტესტის შესახებ “ინფო იმერეთმა” რამდენიმე დღის წინ გიამბოთ.

კომენტარები