ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გარდაიცვალა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი (გიო) ლაღაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.
“ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ “გარემოს დაცვის ინჟინერიის და გამოყენებითი ეკოლოგიის” პროგრამის სტუდენტის, გიორგი (გიო) ლაღაძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო!
თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მეუღლეს, მცირეწლოვან შვილებს, მეგობრებს, კურსელებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
კომენტარები