მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თანამშრომლობა ხობის მუნიციპალიტეტთან

თანამშრომლობა ხობის მუნიციპალიტეტთან

3 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ქალთა ფონდ ,,სოხუმის“ ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრების აქტიური მონაწილეობით.

ტრენინგის სამუშაო ნაწილში მონაწილეებმა გააკეთეს წინა გენდერული თანასწორობის გეგმის შესრულების მოკლე ანალიზი, განსაზღვრეს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და ამოცანები, მოახდინეს ადგილობრივი გენდერული ჯგუფების  საჭიროებების იდენტიფიცირება და შედგა დიალოგი გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებზე.

კომენტარები