მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში დაგეგმილ ევროპულ მარშს იმერეთიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ ევროპულ მარშს იმერეთიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ევროპულ მარშს რეგიონებიდანაც უერთდებიან.

ქუთაისში, სპორტის სასახლეში რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც დედაქალაქისკენ უკვე გაემართნენ.

აქციის მონაწილეები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტიდან თბილისისკენ უკვე დაიძრნენ.

საყოველთაო მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

17:00 საათიდან მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან [ორთაჭალა] , ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან [მთაწმინდა], მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან და იქ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  – ჯგუფი “ყველა”, “ლაუდსფიქერსი”, ნიაზ დიასამიძე, “გამოუვალი მდგომარეობა”, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი “ინსაითი” და ნიკოლოზ რაჭველი.

კომენტარები