მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თბილისში დღეს ევროკავშირის მხარდამჭერი მარში გაიმართება

თბილისში დღეს ევროკავშირის მხარდამჭერი მარში გაიმართება

დღეს თბილისში მსვლელობა “შენი ხმა ევროკავშირს” გაიმართება. მსვლელობა 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მოეწყობა. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

უერთდებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. არ უერთდება “ქართული ოცნება”.

მარშს უერთდებიან ქუთაისიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის ვარსკვლავი გაშალეს, რომელიც იმერეთის სახელით თბილისში გაიგზავნა.

დღესვე ევროკავშირის დროშა გაიშლება, რომლის ვარსკვლავები 12 ვარსკვლავი საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში დამზადდა.

კომენტარები