ბიძინა ივანიშვილი ძალიან უშლის ხელს გარკვეულ ძალებს, რომლებიც ამავე რეზოლუციის ტექსტში პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ ციხიდან. ეს შეიძლება იყოს გაცილებით უფრო ფართო ჯგუფი, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს ძალიან დიდი მანქანა, – ამის შესახებ გადაცემაში კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
“ამ კაცის არსებობის ფაქტი უშლის ვიღაცებს ხელს. რა უნდა თქვან – ბიძინა ივანიშვილო, გაქრი? ამას ვერ იტყვიან. ამიტომ იგონებენ რაღაცებს, თითქოს ის აკონტროლებს მთავრობას, პარლამენტს და ა.შ. შესაბამისად, იქ ასევე მოგვიწოდებენ, რომ არ გავაკრიტიკოთ ისინი. ჩემთვის არავის წაურთმევია გამოხატვის თავისუფლება, ამ დროს კი მომიწოდებენ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ. ამიტომ მე მაქვს ჩემი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მომცა ღმერთმა და არა რომელიმე დეპუტატმა და ფიქრის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ წამართმევს, სანამ არ გაჩერდება ტვინი და გული. შესაბამისად, მე ვარ თავისუფალი იმაში, რომ რაღაცებს არ დავეთანხმო. ასევე მოვუწოდებ ყველას, რომ წაიკითხონ ეს ტექსტი და რაღაცებს არ დაეთანხმონ და თქვან ხმამაღლა, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ“, – აცხადებს წულუკიანი.
კომენტარები