“ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი გახდა.
წყალტუბოში, მთავარი ოპოზიციური პარტიის იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ლიდერები იყვნენ შეკრებილი, სადაც საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მოხდა.
დღევანდელ შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის ლიდერები და “გამარჯვების პლატფორმაში” შემავალი პარტიის “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები ესწრებოდნენ.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლას სექტემბრიდან აანონსებს.
კომენტარები