მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

76 წლის ასაკში იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.

ცერცვაძე იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი.

თენგის ცერცვაძე ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია.

 

კომენტარები