მთავარიახალი ამბებიიმერეთი

თერჯოლაში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 24%-ია

თერჯოლაში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის 24%-ია

15:00 საათის მონაცემებით, თერჯოლის მერის არჩევნებში 7946-მა ამომრჩეველმა – საერთო რაოდენობის 24%-მა მიიღო მონაწილეობა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 448 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ბიულეტენში მხოლოდ “ქართული ოცნების” კანდიდატი მანუჩარ რობაქიძეა.

თერჯოლის მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ლაშა გოგიაშვილი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები