მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლაში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თერჯოლაში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თერჯოლაში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, პაციენტს მიღებული აქვს სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობა. ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, მიმდინარეობს დაკვირვება.

ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც დაშავებული მამაკაცი იხსენებს, ცეცხლი ჯერ მის ავტომობილს გაუჩნდა, შემდეგ კი სადგურს მოედო.

კომენტარები