“ევროპული საქართველოს” წევრი რუზუდან კოვზირიძე იზოლაციიდან აუდიტის სამსახურის მოთხოვნით გამოიყვანეს და წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოხდა. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან, რომელიც თერჯოლაში კულტურისა და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელია, “კეთილისმსურველებმა” ჯერ “ურჩიეს” თანამშრომლობა შეეწყვიტა ოპოზიციურ პარტიასთან, მისგან უარის შემდეგ კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება დაიწყეს.
მომხდარის შესახებ დღეს ინფორმაცია გიგი წერეთელმა გაავრცელა.
ირკვევა, რომ კოვზირიძე კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იყო, ამ დროს ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აუდიტს სამსახური შევიდა და დაჟინებით მოითხოვა პირადად მას გადაეცა საჭირო დოკუმენტაცია. იზოლაციის მეექვსე დღეს კოვზირიძე პსრ ტესტის უარყოფით პასუხის შემდეგ სამსახურში მივიდა, ამ დროს კი პოლიცია გამოჩნდა და 2 000 ლარით, იზოლაციის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა.
კომენტარები