იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თერჯოლაში, ბრალდებული ი.მ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დანაშაულები თავისუფლების 3-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღები ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
კომენტარები