მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ნახეთ იმერეთის მუნიციპალიტეტის რომელ სოფლებს შეუწყდება გაზმომარაგება

ნახეთ იმერეთის მუნიციპალიტეტის რომელ სოფლებს შეუწყდება გაზმომარაგება

3 დეკემბრის 10:00 საათიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბოურს, თუზს ნაწილობრივ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიღას აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გეგმიური სამუშაოები გახდა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 დეკემბერის 16:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად 21 დეკემბრის დღის ბოლომდე აღდგება.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

კომენტარები