მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მანუჩარ რობაქიძე თერჯოლის მერი გახდა

მანუჩარ რობაქიძე თერჯოლის მერი გახდა

თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე გახდა, რომელიც ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 11668 ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 37%-ია.

მუნიციპალიტეტში 29 უბანი იყო გახსნილი. არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

თერჯოლის მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ლაშა გოგიაშვილი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები