მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 71 379 ლარის საწვავი დახარჯა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 71 379 ლარის საწვავი დახარჯა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 71 379 ლარის საწვავი დახარჯა.

ამის შესახებ ინფორმაცია იმერეთის მთავარმა საინფორმაციო სააგენტო “ინფო იმერეთმა” თერჯოლის მერიიდან ოფიციალური საჯარო  დოკუმენტის საფუძველზე მიიღო.

ასევე ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია რამდენი ავტომობილი ემსახურება თერჯოლის მერიასა და საკრებულოს,  დოკუმენტის მიხედვით გვიპასუხეს, რომ 16.

“ინფო იმერეთმა” არაერთი მასალა მოამზადა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და  საკრებულოების  ავტოპარკისა და ევროპული ქალაქების ადგილობრივი ხელისუფლების ავტოპარკის შედარებების შესახებ.

აღნიშნული შედარებებით ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ თუ რა პრაქტიკა მოქმედებს, ჩვენზე მდიდარ და განვითარებულ ევროპულ ქვეყნებსა და ქალაქებში და როგორია ქართველი ჩინოვნიკების ფუფუნებისთვის დახარჯულ რესურსთა რაოდენობა.

შედარებისთვის საქართველოზე 5-ჯერ მდიდარი ეკონომიკის მქონე ესტონეთის დედაქალაქ ტალინის საკრებულოს, სადაც თავის მხრივ თერჯოლაზე 14-ჯერ  მეტი (426 ათასი) ადამიანი ცხოვრობს, არცერთი ავტომობილი არ ემსახურება.

ხოლო 4-ჯერ მდიდარი ლატვიის დედაქალაქ რიგის საკრებულოს მხოლოდ 19 ავტომობილი ემსახურება, რაც თითქმის იგივე რაოდენობაა, რამდენიც  თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, მაშინ როცა გარდა სიმდიდრისა, რიგის მოსახლეობა 21-ჯერ აღემატება თერჯოლისას (632 ათასი).

კომენტარები