მთავარიახალი ამბებისლაიდი

“თვალებიდან არ ამომდის როგორ ამოიხოცნენ ჩემს თვალწინ ადამიანები” – ქუთაისის აეროპორტში უკრაინელი ლტოლვილები ჩამოვიდნენ

“თვალებიდან არ ამომდის როგორ ამოიხოცნენ ჩემს თვალწინ ადამიანები” – ქუთაისის აეროპორტში უკრაინელი ლტოლვილები ჩამოვიდნენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის გავლით საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები ჩამოვიდნენ.

უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში უსაფრთხო გარემოსთვის თავის შეფარებას ცდილობენ, ომის შემზარავ ისტორიებს ყვებიან. ამბობენ, რომ თავი საშინელ სიზმარში ჰგონიათ, რადგან ყველაფერი განადგურებულია, ადამიანებს წყლისა და საკვების პრობლემა აქვთ, არის პანიკა. მოსახლეობა უსაფრთხო გარემოს პოვნას ცდილობს.

“მიწასთან არის გასწორებული უკრაინის ბევრი ქალაქი. მე 7 დღე ბუნკერში ვიყავი, მერე ჩემმა დამ მითხრა, რომ წასვლის შესაძლებლობა გვქონდა, როგორც კი შენობა დავტოვე ნაგებობას ჭურვი დაეცა, თვალებიდან არ ამომდის როგორ ამოიხოცნენ ჩემს თვალწინ ადამიანები”, – აცხადებს უკრაინელი მგზავრი.

 

კომენტარები