მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ამ შედეგის აღიარებას არ აპირებს

თინა ბოკუჩავა – “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” ამ შედეგის აღიარებას არ აპირებს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული  არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები