მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თოვლმა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრსაც აღწევს”

“თოვლმა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრსაც აღწევს”

იმერეთის  11 მუნიციპალიტეტში თოვლმა პრობლემები შექმნა. გარკვეულ სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.

ამ დროისთვის 50 სოფელი ადმინისტრაციულ ცენტრებს არის მოწყვეტილი, 54 000 აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

“უხვმა თოვლმა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრსაც აღწევს. ამ წუთის მონაცემებით დაახლოებით 50 სოფელი არის ადმინისტარციულ ცენტრებს მოწყვეტილი, ხოლო 54 000 აბონენტი არის ელექტროენერგიის გარეშე. რა თქმა უნდა, სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და მობილიზებულია შესაბამისი სტრუქტურები.

თოვლის საფარისგან დაახლოებით 112 ლოკაცია უკვე გაწმენდილია. ასევე კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. მთელი ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას, სანამ ყველა გზა არ გაიწმინდება და ყველა აბონენტს არ აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება”, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები