მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

თორნიკე ბარათაშვილი – რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება

თორნიკე ბარათაშვილი – რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება

“ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათის სარეაბილიტაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, საპატრიარქოს მიერ დასახელებული მიზეზები არასერიოზული დამოკიდებულებაა.

“ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს იქ დახვდათ უფრო მეტი სამუშაო განსახორციელებელი, ვიდრე წინასწარ იყო გათვლილი. ეს პროფესიული მიდგომებია რა თქმა უნდა, სტატიკურ მდგომარეობაში იყო ვითარება. ხარაჩოები იყო ისე აწყობილი, რომ ადვილად შეიძლებოდა განგეცადა რა ტიპის სამუშაო იყო განსახორციელებელი, რაც შეეხება მეორე ახსნას, რომ თითქოს ამინდებმა განაპირობა, მზიანმა ამინდებმა, სამუშაოების გახანგრძლივება, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება. აგვისტოს თვეში, სიცხეებს რაღაცნაირად უცნაურად უყურებენ ეს ადამიანები”, – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.

გელათის რეაბილიტაციასა და ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რატომ ვერ დასრულდა ისტორიული ტაძრის  გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდე. მიზეზად კი ზაფხულის სიცხე დაასახელა.

კომენტარები