საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“ დატოვა.
თორნიკე შენგელია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
“ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები”, – წერს სპორტსმენი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში ესპანური ბასკონიადან გადავიდა.
აღნიშნულ საკალათბურთო გუნდში ქართველი ფორვარდი სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებდა.
კომენტარები