მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუკი ვინმე უნდა იყოს დასჯილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისთვის, ხელისუფლებაა”

“თუკი ვინმე უნდა იყოს დასჯილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისთვის, ხელისუფლებაა”

“ევროპა ჩვენი სახლიას” ხელმძღვანელი თორნიკე ბარათაშვილი მმართველი პარტიის იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნება” რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს.

მისი თქმით, კანონი მიღების შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რადგან თუნდაც გელათისა და ნიკორწმინდის შემთხვევაში, მათ განადგურებაში ბრალი “ოცნებას” მიუძღვის.

“მე მგონი არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც არ იცის ვისთან გვაქვს საქმე. “ქართული ოცნების” ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს საყდრისის ამფეთქებლებთან, გელათის უნიკალური მხატვრობის ჩამომქცევლებთან, ვიცით რა მდგომარეობაშია ყველა ძეგლი, რომელსაც “ქართული ოცნება” შეეხო რესტავრაციისთვის, მათი მდგომარეობის დამძიმების თაობაზე. შესაბამისად, თუკი ვინმე უნდა იყოს დასჯილი ახლა ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებისთვის და დაზიანებისთვის, უნდა იყვნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები.

რაც შეეხება ამ კანონს, რა თქმა უნდა, ეს მოჩვენებითია და მიმართულია კიდევ ერთი რევერანსისკენ, რომელიც უნდა გაკეთდეს ფორმალიზების სახით საპატრიარქოს მიმართ და ამას ელექტორალური მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებს ბარათაშვილი.

როგორც ცნობილია, კანონპროექტი ახლო მომავალში იქნება ინიცირებული, რომ გამკაცრდეს  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის.

კომენტარები