“თუ განჯის კარი დაბრუნდება აზერბაიჯანში, ეს იქნება 9 საუკუნის შემდეგ იმ გამარჯვების დათმობა, რომელიც დემეტრე პირველმა 1138 წელს მოიპოვა”, – ასე ეხმაურება ისტორიის დოქტორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ანარ ქერიმოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს საქართველოდან განჯის ჭიშკრის დაბრუნება სურს.
ისტორიკოსის თქმით, დღევანდელ აზერბაიჯანს არავითარი ბმა და სამართალმემკვიდრეობა არ გააჩნია იმ განჯასთან, რომლიდანაც 9 საუკუნის წინ, დემეტრე პირველმა წამოიღო ეს კარი.
“თანამედროვე აზერბაიჯანისაგან განჯის ისტორიული კარის აზერბაიჯანში გადატანის მოთხოვნა არის აბსოლუტურად ალოგიკური ისტორიულ-სამართლებრივ სარტყელში. დღევანდელ აზერბაიჯანს არავითარი ბმა და სამართალმემკვიდრეობა არ გააჩნია იმ განჯასთან, რომლიდანაც 1138 წელს დემეტრე პირველმა წამოიღო ეს კარი. და თუ ეს კარი დაბრუნდება იქ, ფაქტობრივად 9 საუკუნის შემდეგ, ეს იქნება ჩვენი ისტორიის შეურაცხყოფა და იმ გამარჯვების დათმობა, რომელიც 9 საუკუნის წინ განჯაში მოიპოვა დემეტრე პირველმა”, – განაცხადა ისტორიი დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მეფე დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.) 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი კი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა, როგორც სამხედრო ნადავლი. ფრაგმენტი ქართული წარწერით დღემდე გელათშია დაცული. ის შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშად არის მიჩნეული. დამზადებულია თუჯისა და რკინისაგან, მოპირკეთებულია ორნამენტებით და მოხატულობით.
კომენტარები