მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თუ თქვენ გაქვთ თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს”

“თუ თქვენ გაქვთ თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს”

მორიგი ანტიევროპული და ანტიდასავლური ქადაგება ამბიონიდან – ამჯერად სამტრედიისა და ხონის მღვდელმთავარი, მეუფე საბა მოუწოდებს ევროპას, “მიგვიღონ ისეთები, როგორიც ვართ”.

მღვდელმთავარს ეჭვი ეპარება, რომ ევროპას ტრადიციები აქვს.

“თვალი გაახილეთ ყველამ და დაინახეთ რა ხდება მსოფლიოში, სად მივდივართ და რას გვიპირებენ. ჩვენ არაფრის წინააღმდეგი არ ვართ, არც ევროკავშირის, არც ნატოსი, თუ სახელმწიფოს სჭირდება და ეს არის სახელმწიფოს ატრიბუტი დაე იყოს ასე, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ისეთ გამოფენებს, ისეთ მოწოდებებს, ისეთ ცხოვრების წესს, რომელიც ქრისტეს წარმოაჩენს როგორც სექსუალურ პიროვნებას, როგორც გეი პიროვნებას. ვინც შეურაცხყოფს დედა ღვთისმშობელს, ან შეურაცხყოფს თამარ მეფეს, ან რომელიმე წმინდანს, ან შეურაცხყოფს ჩვენს წესებს, ტრადიციებს, გინდათ? ასეთი მიგვიღეთ, არ გინდათ? კარგად იყავით.

თუ თქვენ გაქვთ, თქვენი წესები და ტრადიციები, რაშიც ეჭვი მეპარება, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. არავინ არ უნდა უთხრას ქართველებს, არავინ არ უნდა დაემუქროს ჩვენ ქვეყანას, რომ ისეთი წესებით მიგიღებთ, როგორიც ჩვენ გვინდა. აბა შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურებას. და ვინც შეეცადა, დღეს ისტორიაშიც კი არ იხსენება. ამიტომ, ცოტა ფრთხილად იყავით, როდესაც ამ ქვეყანას ისე ექცევით და ესაუბრებით, როგორც თქვენ გინდათ და არა ისე, როგორც ის იმსახურებს. არც მე მეშინია, არც ჩვენ მრევლს ეშინია და არც ეკლესიას არ ეშინია. ეს არის სრული ჭეშმარიტება და ამას დავიცავთ”, – ამბობს მეუფე საბა.

კომენტარები