მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ”

“თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა.

მისი თქმით, წყენები უნდა დასრულდეს და ყველამ თავის გზა იპოვოს.

“ეს დროებითი უსამართლობაა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაიხსნის საკუთარ თავსაც და დამიხსნის მეც. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, დამიხსნის ამ ტყვეობიდან და ეს ტყვეობა დასრულდება. მინდა მივმართო ორიოდ სიტყვით პარტიულ საკითხებზე, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება იმ სასამართლო საქმეს, რომელიც არის.

მე მინდა გითხრათ შემდეგი რამე, მე ვარ ერთიანობის მომხრე ყოველთვის, ყველაფერში, ყოველთვის, ყველაზე დაუძინებელ მტერს შევურიგდები თუ საქართველოს ინტერესებს ეხება, მაგრამ მინდა შემდეგი რაღაც ვთქვა, თუ პარტიის შიგნით გინდათ პარტიის ლანძღვა, ჯობია გახვიდეთ და რაღაცა თქვენი გააკეთოთ, ეს ჯობია, ვიდრე დაასუსტოთ შიგნიდან პარტია. მერე მეტი შანსია, რომ ისევ ერთად შეიკრიბოთ და ისევ ერთად, მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება ახლა შიგნიდან რყევა, გარეთ, კი ბატონო, გადით, შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები