საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისთვის მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელების მიზანი გაუგებარია.
მისი თქმით, გავრცელებული ფოტოები მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობას არ ასახავს.
“ძალიან გამაკვირვა ამ ფაქტმა, მან არაფერი იცოდა, მე არ ვიცოდი, არავინ არაფერი იცოდა და მე არ ვიცი, საიდან მოხდა ეს, რა ფაქტია საერთოდ? რა მიზანს ემსახურება ვერ გავიგე. იმიტომ, რომ ფოტო, რომელიც მე ვნახე, ის არ ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ჩვენ დღეს გვაქვს, ადამიანი არის დღეს იმის ლანდი. მიზანი რა იყო ვერ გავიგე, თუ უნდოდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ ასე გამოიყურება, ეს არის ტყუილი, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს აღარაფერია დარჩენილი იმ ადამიანისგან”, – აცხადებს გიული ალასანია.
ფოტოები, რომელიც 29 აგვისტოს არის გადაღებული, ტელეკომპანია “ფორმულამ” გუშინ გაავრცელა.
კომენტარები