მაღაზიათა ქსელი “ფემილი”, “ფემილი ფუდის” ადმინისტრაცია და იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი” ქუთაისში, წითელი ჯვრის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრს სტუმრობდნენ.
მათ ხანდაზმულებს “ფემილი ფუდის” საკონდიტროში დამზადებული ტორტი და ტკბილეული მიართვეს და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
ხანდაზმულებმა სტუმრებს მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა ცეკვის და სიმღერის ნომრები წარუდგინეს.
“ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ჟესტით. თქვენ ეს დღე გაგვილამაზეთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ბიზნესს არ ავიწყდება ხანდაზმულთა ცენტრები. “ფემილის” ასეთი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა”, – აცხადებს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი მარინა ხარაზია.
კომენტარები