მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თქვენ მე ძალიან გამაბედნიერეთ” – ხონში მცხოვრებ მარტოხელა ქალს საზოგადოება დაეხმარა

“თქვენ მე ძალიან გამაბედნიერეთ” – ხონში მცხოვრებ მარტოხელა ქალს საზოგადოება დაეხმარა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურში მცხოვრებ 85 წლის გულიანა ჯიაძე, რომელიც  უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს საზოგადოება დაეხმარა.

შეგროვებული თანხა “ინფო იმერეთმა” ხანდაზმულ ქალს ადგილზე ჩაუტანა.

მარტოხელა ქალს, რომელიც  ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს, მეუღლე და შვილი წლების წინ გარდაეცვალა, იმის შემდეგ კი მარტო ცხოვრობს.

პენსიონერი ქალი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, მასზე სტატია იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთმა” მოამზადა, რის შემდეგაც მოსახლეობა მის დასახმარებლად გაერთიანდა.

“თანხა, რომელიც ჩემს დასახმარებლად შეიკრიბა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ, სახლი თავზე მენგრევა. ტელევიზორი მე არ მაქვს და მაცივარი. ამ თანხად პურს ვიყიდი, კვერცხს ვიყიდი, რომელ საჭმელზეც ვოცნებობ და წლებია, არ მიჭამია იმას გავაკეთებინებ მეზობელს, რაც დამრჩება კიდევ წამლებს ვიყიდი და ცოტას გამოვიზოგებ. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ დახმარებისთვის, თქვენ მე ძალიან გამახარეთ”, – უთხრა “ინფო იმერეთს” 85 წლის გულიანა ჯიაძემ.

85 წლის ქალს ასაკობრივი პენსია აქვს და სოციალურ დახმარებას 50 ლარს იღებს, მაგრამ მარტოხელა ხანდაზმული ქალის თქმით, სახელმწიფო დახმარება მასზე მედიკამენტებში ეხარჯება, საჭმლისთვის კი  თანხა აღარ რჩება.

კომენტარები