მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თქვი, რომ ხელყუმბარა მამაშენს ჰქონდაო, მაშინ დაგაპატიმრებთო, რას ვუკავშირებ და ხანდახან აქციებზე დავდივარ”

“თქვი, რომ ხელყუმბარა მამაშენს ჰქონდაო, მაშინ დაგაპატიმრებთო, რას ვუკავშირებ და ხანდახან აქციებზე დავდივარ”

“მთავარი არხის” ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ეკა კვესიტაძის ბიძა ბადრი ლოლაძე ჭიათურის პოლიციამ გამოკითხა.

როგორც მან პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, არ იცის გაგრძელდება თუ არა მის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა და ეს პროკურატურაზე იქნება დამოკიდებული.

ლოლაძის თქმით, ხელყუმბარა, რომელიც პოლიციელების მტკიცებით, მის სახლში იქნა აღმოჩენილი, მისი არ არის.

“თქვი რომ მამაშენს ჰქონდაო. მეთქი მამაჩემი მკვდარია, რა დავაბრალო. მაშინ დაგაპატიმრებთო, დამაპატიმრეთ, წამიყვანეთ მეთქი. ჩამომიყვანეს, დამაპატიმრეს, გადამიყვანეს.

რას ვუკავშირებ და მე აქტიური აღარ ვარ, 71 წლის ვარ და ხანდახან აქციებზე დავდივარ ხოლმე და გამოვდივარ ოპოზიციის აქციებზე, ცვლილებებს, ევროკავშირს ვუჭერ მხარს და არ მინდა ეს რუსეთი”, – ამბობს ბადრი ლოლაძე.

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში 22 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ბიძა პოლიციელებმა დააკავეს. კვესიტაძე მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

კომენტარები