მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“იმდენად უუნაროები არიან, რომ პროექტი, რომელსაც თერჯოლაში მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეოთხე წელია, არ დამთავრებულა”

“იმდენად უუნაროები არიან, რომ პროექტი, რომელსაც თერჯოლაში მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეოთხე წელია, არ დამთავრებულა”

“ოცნება” იმდენად უუნაროა, რომ პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეოთხე წელიწადია, არ დამთავრებულა და სასწავლო წელი ვერ იწყება დაუსრულებელი სამუშაოების გამო. თერჯოლის პირველი სკოლა წლებია, ასე უფუნქციოდაა,  – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა თერჯოლაში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილესთან ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმდენად უუნაროები არიან, რომ პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს და პრობლემა წესით არ უნდა ჰქონოდათ, უკვე მეოთხე წელიწადია, აქ სასწავლო წელი არ დაწყებულა და წელსაც ვერ ასწრებენ როგორც ხედავთ. სამუშაოებიც კი არ მიმდინარეობს. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი, მაშინ მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ ახლა ეს სამუშაოებიც გაჩერებულია. აქ ბავშვები იკრიბებიან და ტრანსპორტით გადაჰყავთ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით და თერჯოლის პირველი სკოლა კი წლებია, უკვე ასე უფუნქციოდაა”, – განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, სკოლა ფაქტობრივად, გაუქმებულია.

“რამდენიმე დღეში იწყება სწავლა და ვიმყოფებით თერჯოლის პირველ საჯარო სკოლასთან, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს, უკვე წლებია, მაგრამ წლებია, მსოფლიო ბანკის მიერ გაცემული გრანტი არ არის ათვისებული, ან გაფლანგულია, ან როგორც ივანიშვილის რეჟიმს ახასიათებს, შეჭმულია ეს თანხა და სკოლა არის, ფაქტობრივად, გაუქმებული – რა თქმა უნდა, ვერ მოესწრება უახლოეს დღეებში მისი გახსნა, მაგრამ არც ხდება აქ არაფერი, როგორც ხედავთ.

მინდა მივმართო, მათ შორის, მდინარაძეს, რომ მათ მშობლიურ სკოლებს მაინც მიხედონ, თუ სხვებზე არ იზრუნებენ; ჩვენ ვიცით, რომ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, ვიცით, რომ საოცრად კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს განათლების სისტემა ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით.

ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს, გენოციდის ერთ-ერთი ფორმაა: შეუძლებელია, ქვეყანაში განათლების სისტემაში გვქონდეს ასეთი მდგომარეობა და მერე ვსაუბრობდეთ რაიმე პერსპექტივაზე, ეს არის ქართველების გარეშე საქართველოს დარჩენის, ქართველების განადგურების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

კომენტარები