თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, პროცესი დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
“30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე გაიმართება ჩემი სასამართლო სხდომა. იმედია, ახალ წელს ოჯახთან ერთად შევხვდები”, – წერს წულაია.
სამართალდამცველებმა გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ-ზე ფიზიკურად იძალადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
1 ივლისს გოგი წულაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კომენტარები