სამეგრელოში, იმერეთიდან გაპარული არასრულწლოვნები დააკავეს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადასვლას და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში წასვლას ცდილობდნენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მკვლევარი რაულ ქირია წერს.
“პოლიციამ ოჯახის განცხადების საფუძველზე არასრულწლოვნებს სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიაგნო.
მოზარდები გამოკითხვისას ამბობენ, რომ მათი სურვილი უკრაინის დახმარება იყო, შემდეგ კი პუტინის ლიკვიდაცია – საჭირო “ინვენტარიც” შეძენილი ჰქონდათ.
ომის დასრულების შემდეგ მათ ვინაობას აუცილებლად დავწერ“, – წერს ჟურნალისტი.
კომენტარები