იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Infoimereti.ge გილოცავთ ახალ 2024 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომლებიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.
წლის მოვლენა – ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
წლის ნგრევა – ქუთაისში კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟი.
წლის ისტორიის განადგურება – გელათის მონასტერი.
წლის ტყუილი – ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა.
წლის “თავის ტკივილი” – ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისი.
წლის პოლიტიკური გაყრა – “ნაციონალური მოძრაობიდან” დეპუტატების, წევრების და მხარდამჭერების წასვლა.
წლის “ძლივს გვეღირსა” დასრულება – ქუთაისის საცურაო აუზი.
წლის აქცია-პერფორმანსი – პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წარმომადგენლების მიერ გამართული აქცია პერფორმანსი სახელწოდებით “ვკვდები როგორც ქალაქი”.
წლის წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტი – “ოქროს ჩარდახი”
წლის ტრაგედია – რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურება.
წლის დანაკლისი – ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალება.
წლის ახდენილი “ოცნება” – ქუთაისის მერის ახალი ავტომობილი და გაზრდილი ხელფასი.
წლის დაუმორჩილებელი დეპუტატი – ქუთაისის საკრებულოს წევრი ანა კოხრეიძე.
წლის წამოწყება – ქუთაისში “სამოქალაქო თეატრის” დაარსება.
წლის გაოცება – ქუთაისის საკრებულოში მყოფი დეპუტატის დარეჯან ფხაკაძის ბრიფინგი და პარტიის დატოვება.
წლის დასჯა – “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის გაუქმების სურვილი.
წლის ემიგრანტი – ნატო დანელია, რომელიც არასოდეს ბმას არ წყვეტს სამშობლოსთან.
წლის ძარცვა – ქუთაისში, “ისიპარიდან” 3 ლარის წაღება.
წლის დუმილი – ქუთაისის ეპარქია გელათის მოვლენებზე.
წლის შეუსრულებელი დაპირება – წყალტუბოს აღორძინება.
წლის გასაიდუმლოებული ვიზიტები – კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის იმერეთში სტუმრობა.
წლის რეკორდი – ქუთაისში 15-მდე მაღაზიის ერთ ღამეში გაქურდვა.
წლის “გამბედაობა” – ქუთაისში, პოლიციის შენობის წინ მაღაზიის გაქურდვა.
წლის წარმატება – ქუთაისელი სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავედ დასახელდა.
წლის მთავრობის საჩუქარი – იმერეთის გუბერნატორის მეორე ავტომობილი.
წლის სიურპრიზი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება.
წლის გაურკვევლობა – ნამოხვანჰესის მშენებლობის პროექტი.
წლის აუხდენელი ოცნება – რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია.
წლის წახალისება – ქუთაისში ლიდერი კომპანიებისა და ადამიანების გამოვლენა და დაჯილდოება.
წლის მიტოვებული შენობები – პარლამენტი და მთავრობის სახლის შენობები.
წლის მთავარი იმედი – ქუთაისი ისევ გახდება საპარლამენტო ქალაქი.
კომენტარები