მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

მოზარდს ჩანთაში წერილი და სამართებელი ჩაუდეს, რომლითაც თვითდაზიანებას სთხოვდნენ, წერილი მოსწავლემ მშობელს აჩვენა.

არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.

კომენტარები