დღეს, 10:00 საათიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბოურს, თუზს ნაწილობრივ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიღას აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გეგმიური სამუშაოები გახდა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 დეკემბერის 16:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად 21 დეკემბრის დღის ბოლომდე აღდგება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
კომენტარები