იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იყოფა.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციას ხვალიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, იმერეთს კი ისევ ზაზა ცხაკაია უხელმძღვანელებს.
ხვალვე, 14:00 საათზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახლად აშენებული შენობა გაიხსნება.
ღონისძიებას შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრება.
გომელაურმა შარშან განაცხადა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის შექმნა იგეგმებოდა, რომელიც 2005 წელს გაუქმდა.
კომენტარები