მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ძალიან წარმატებული ასაკობრივი გუნდები გვყავს, ჩვენი მიზანია, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”

“ძალიან წარმატებული ასაკობრივი გუნდები გვყავს, ჩვენი მიზანია, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”

საქართველოს რაგბის კავშირის იმერეთის  წარმომადგენლობა ქუთაისში მოქმედ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა  სარაგბო ბაზა “აია–არენაზე” შედგა, სადაც რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, ვეტერანმა რაგბისტებმა და წარმატებულმა სპორტსმენებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მედიასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ.

შეხვედრაზე რაგბის კავშირის იმერეთის მენეჯერმა ბაქარ შვანგირაძემ რაგბის პოპულარიზაციისა და განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით არსებულ მდგომარეობასა და მიღწევებზე ისაუბრა.

“ჩვენთვის, რაგბის კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიასთან მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ მიმართულებით მუშაობის გაღრმავება. ზოგადად იმერეთის რეგიონში და პირველ რიგში ქუთაისში მოგეხსენებათ, რომ  ძალიან დიდი როლი აქვს რაგბის. ძალიან წარმატებული ასაკობრივი გუნდები გვყავს, ჩვენი მიზანია, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”, – აცხადებს  რაგბის კავშირის იმერეთის მენეჯერი ბაქარ შვანგირაძე.

კომენტარები